მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი თამარ ბელქანია წარადგინა

440

ფახულანი არის ადგილი და აქ მცხოვრები თითოეული ადამიანი არის ის, ვინც პირველად გადაკვეთს ამ გამყოფ ხაზს, პირველები დაამყარებენ ხაზს იქით მცხოვრებ ჩვენს დებსა და ძმებთან. მიზანი არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ რუსის ჯარი გავიდეს ჩვენი ქვეყნიდან და გავაერთიანოთ ეს ქვეყანა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, თამარ ბელქანია წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მიზნის მისაღწევად საჭიროა განათლება და კონკრეტული რეფორმები.

„ეს არის განსაკუთრებული ადგილი თითოეული ქართველისთვის და სამწუხაროა, რომ აქ მაცხოვრებელი ადამიანები ვერ გრძნობენ იმ დახმარებას და მხარდაჭერას ხელისუფლებისგან, რომელიც უნდა იგრძნობოდეს ყოველდღიურად. არამარტო ამ სოფელში, არამედ ყველა გამყოფ ხაზთან მყოფი სოფელი უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში. ეს სოფლები უნდა გამოირჩეოდნენ ეკონომიკურად ყველაზე ძლიერად.

ფახულანი არის ადგილი და აქ მაცხოვრებელი თითოეული ადამიანი არის ის, ვინც პირველად გადაკვეთს ამ გამყოფ ხაზს, პირველები დაამყარებენ ხაზს იქით მცხოვრებ ჩვენს დებსა და ძმებთან. მიზანი არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ რუსის ჯარი გავიდეს ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენ გავაერთიანოთ ეს ქვეყანა.

ამ მიზანს რომ მივაღწიოთ საჭიროა განათლება, საჭიროა ჩვენი შვილების გვერდში დგომა, საჭიროა კონკრეტული რეფორმები, საჭიროა “ოცნების” მთავრობის გასტუმრება, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა კატასტროფულ სიღატაკემდე. 2 ოქტომბერს ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ეს შევცვალოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.