„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ ხვალ თბილისის მერობისა და საკრებულოს კანდიდატების სიას წარადგენს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, პრეზენტაცია 12:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა“ 30 აგვისტოს წარადგინა. როგორც მან პლატფორმის პრეზენტაციისას განაცხადა „მესამე ძალა“ არის მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა ქვეყანამ „ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე“ გაარღვიოს და ქვეყნის წინსვლისთვის იბრძოლოს.