ვინ არიან ანა დოლიძის პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში

331

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა.

ანა დოლიძის თქმით, ეს არის ახალი ძალა, რომელიც იბრძოლებს ორპოლუსიანობის მიღმა, ქვეყანაში გამეფებული სიძულვილის დასამარცხებლად. გუნდი „ხალხისთვის“ დევიზი არის – თბილისი ყველასთვის.

ვაკეში, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ სახელით, მაჟორიტარ კანდიდატად იბრძოლებს, პარტიის სიის პირველი ნომერი ალექსანდრე რატიშვილი – ბიზნესმენი, „საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ პრეზიდენტი, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ დამფუძნებელი.

სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატია ანა მიქაძე-ჩიკვაიძე – „საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი და დირექტორი; ფერმერული რძის პროდუქტების დახმარების ფონდის დამფუძნებელი.

ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატია – სერგო ლომიძე – ეკონომისტი და იურისტი. საქმიანობს ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში, პარტია „ხალხისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი.

დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატია – ნინო წულაძე – ჯიპას საერთაშორისო სამართლის მაგისტრანტი. ლიეტუვას მთავრობის სტიპენდიანტი, პარტია „ხალხისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, იურისტი.

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატია – თამარ ჭიჭინაძე – ექიმი თერაპევტი, აქვს მიუნხენის და ობერკოხენის ორთოკინეტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრების კვალიფიკაცია;

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატია – ნინო ქოქოსაძე – ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრი, ადამიანური რესურსების მენეჯერი;

ისანის მაჟორიტარობის კანდიდატია – კობა კობახიძე – იურისტი, სამართლის ექსპერტი, საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი;

კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატია – მაია კეკუა – ექიმი, კლინიკა ,,ულტრასონდის“ დამფუძნებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატია – მიხალის ირემაძე – იურისტი, მწერალი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი;

გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატია – ირაკლი თედორაძე – იურისტი, იურიდიული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის მმართველი, პარტნიორი ეკონომიკის და სამართლის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე.