ხელნაკეთი ნივთების დამზადება – უფასო პროგრამა ბოლნისელებისთვის მერიისგან

364

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს პროექტს „სოფელ ტანძიის თემის ეკონომიკური გაძლიერება და ბიზნეს -აქტივობების ხელშეწყობა“. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა ბიზნეს საქმიანობებში და მათი შემოსავლების ზრდა. ამის შესახებ ტვ4 წერს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მასტერკლასების ჩატარება ხელნაკეთი ნივთების დამზადების მიმართულებით, რომელიც გაიმართება სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სახელოსნო და საგამოფენო სივრცეში.

“მასტერკლასებს წარუძღვებიან ადგილობრივი ხელოვანი ოსტატები, რომლებიც ყველა დაინტერესებულ პირს შეასწავლიან სხვადასხვა რესურსის(თექა, თაბაშირი, თიხა, ხე, ბისერები, ჩალა, ტილო და საღებავები) გამოყენებით ხელნაკეთი ნივთების დამზადებას. მასში მონაწილების მისაღებად ვიწვევთ ხელნაკეთი ნივთების დამზადებით დაინტერესებულ ადგილობრივ პირებს, განსაკუთრებით სოფელ ტანძიის მოსახლეობას. მასტერკლასები ჩატარდება უფასოდ. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ ა.წ. 16 აგვისტომდე წინასწარ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია აღნიშნული ბმულის საშუალებით.”-ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში ფაზა 2“ დაფინანსებით ხორციელდება.