სოფელ რაჭისუბანში გზის ასფალტო-ბეტონის დაგების სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სოფელში ასევე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, სანიაღვრე არხები და მილ-ხიდები მშენებლობა.
3 589 გრძ.მეტრი გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის გზის საფართან ერთად პირველად მოწესრიგდება სანიაღვრე არხები და მილ-ხიდები.
მუნიციპალიტეტის მერი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს წლის ბოლოს რაჭისუბანში როგორც შიდა საუბნო გზის, ასევე სანიაღვრე არხების მშენებლობის სამუშაოები, დასრულებული იქნება.
პროექტის ღირებულება 1 342 474 ლარს შეადგენს და ის რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.