დაბა ასპინძისა და მიმდებარე სოფლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყება

347

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წყალმომარაგების კომპანია, დაბა ასპინძისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების: იდუმალასოშორას და ოთას წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაბა ასპინძაში არსებული სათავე ნაგებობა და რეზერვუარები საჭიროებს რეაბილიტაციას. მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო დიდია წყლის დანაკარგი.

რაც შეეხება, იდულასოშორასა და ოთას, აღნიშნულ სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება არსებული სათავე ნაგებობა და რეზერვუარები. დამატებით, სოფლებისთვის მოეწყობა რეზერვუარები და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემა.

სამუშაოების შედეგად, დაბა ასპინძისა და სამი სოფლის მოსახლეობა 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.