ბათუმში სულაბერიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ამ ეტაპზე, ბაგრატიონისა და გურამიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში გრუნტი იცვლება და სანიაღვრე სისტემა მონტაჟდება.
ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება, რომელიც ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სამუშაოების ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ფილების ნაცვლად ასფალტის საფარის დაგებაა დაგეგმილი. სამუშაოების ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.