მარნეულის 15 სოფელში გარეგანათება მოეწყობა

460

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სოფლის პროგრამის ფარგლებში, 15 სოფელში გარეგანათებას მოაწყობს. სხვადასხვა უბანზე გარეგანათების მოსაწყობად გამარტივებული შესყიდვა მერიამ უკვე გააფორმა შპს „მურთად“. სწორედ აღნიშნულ კომპანიას ევალება თხუთმეტივე სოფელში სამუშაოების განხორციელება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალს და გარეგანათების მოსაწყობად გამოყოფილ თანხებს:

  • კირაჩმუღანლოში გარეგანათების მოწყობის სამუშაოები 19`143.78 ლარი
  • ბაიათლოსა და ზემო სარალში სხვადასხვა უბნებზე გარეგანათების მოწყობა 36`769.08 ლარი
  • სეიდგოჯალოსა და ყიზილაჯლოში სხვადასხვა უბნებზე გარეგანათების მოწყობა 34`734.17 ლარი
  • არაფლოში სხვადასხვა უბნებზე გარეგანათების მოწყობა 29`979.71 ლარი
  • სოფ. კასუმლოსა და ულაშლოში, სხვადასხვა უბნებზე გარეგანათების მოწყობა 34`755.02 ლარი
  • თაქალოში და კაჩაგანში სხვადასხვა უბნებზე გარეგანათების მოწყობა 38`564.53 ლარი
  • კუშჩუსა და აღმამედლოში სხვადასხვა უბნებზე გარეგანათების მოწყობა 34`744.71 ლარი
  • ქვემო სარალსა და ენიქენდში, სხვადასხვა უბნებზე გარეგანათების მოწყობა 39`491.40 ლარი
  • შულავერში, სხვადასხვა უბნებზე გარე განათების მოწყობა 33`935.54 ლარი

აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2021 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.