სავარაუდოდ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კვლავ გიორგი ტყემალაძე დასახელდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე განაცხადა.
„ჯერჯერობით ჩვენ დასახელებული გვყავს მერობის კანდიდატები და თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოგვიანებით მივაწვდით, ბუნებრივია, ინფორმაციას. თუმცა, რაც შეეხება თბილისს, აქ მგონი, სურათი ნათელია, გიორგი ტყემალაძე არის საკრებულოს თავმჯდომარე, ის მოიგებს ვაკეში არჩევნებს და ამის შემდეგ ალბათ გააგრძელებს მუშაობას ამ პოზიციაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2017 წლიდან იკავებს.
თბილისის ათივე რაიონში „ქართული ოცნების“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის მერმა კახა კალაძემ ორშაბათს, 2 აგვისტოს წარდგენა. ღონისძიება თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.