ქართულმა ოცნებამ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ისინი დღეს სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ წარადგინა. მმართველი პარტიიდან დედაქალაქის საკრებულოში მოსახვედრად 10 მაჟორიტარული ოლქიდან დეპუტატობისთვის იბრძოლებენ:
- გიორგი ტყემალაძე – ვაკის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე;
- ზურაბ აბაშიძე – მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი; ყოფილი დეპუტატი, ამჟამად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში;
- რევაზ სოხაძე – სამგორის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი; ამჟამად საკრებულოს წევრი ამავე ოლქიდან;
- კახა ლაბუჩიძე – ისნის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი; ამჟამად ისნის რაიონის მოქმედი გამგებელი;
- ლევან ჯაფარიძე – კრწანისის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი; კრწანისის რაიონის ყოფილი გამგებელი და საკრებულოს ამჟამინდელი წევრი ამავე ოლქიდან;
- ირაკლი ხელაძე – ნაძალადევის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი; ამჟამად ნაძალადევის რაიონის მოქმედი გამგებელი;
- კონსტანტინე ზარნაძე – გლდანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი; ამჟამად გლდანის გამგებლის მოქმედი მოადგილე;
- გივი ჩხარტიშვილი – დიდუბის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი; “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი;
- ავთანდილ ცინცაძე – საბურთალოს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი; ამჟამად თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი; სამბოში მსოფლიო ჩემპიონი;
- ზურაბ ჩიკვილაძე – ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი; ამჟამად ჩუღურეთის რაიონის მოქმედი გამგებელი.