აქცია სასმელი წყლის მოთხოვნით – რა გეგმები აქვს ზუგდიდის მერიას

531

შემდეგი სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის სამი ქუჩის მცხოვრებლებმა მერიასთან საპროტესტო აქციას გამართეს. ისინი ამბობენ, რომ მათ უბანს, სადაც 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს,წყალი არ მიეწოდება. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.

მოქალაქეების ინფორმაციით, ჭაბურღილი, რომელიც მათ წყლით ამარაგებდა, 2 წლის წინ ჩაშრა და პრობლემა მას შემდეგ მოუგვარებელი დარჩა.

აქციის მონაწილე თამარ მარშანია ამბობს, რომ მოსახლეობამ მერიას წყლის პრობლემის მოგვარების თხოვნით არაერთხელ მიმართა, იყო დაპირებები განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, თუმცა არ შესრულებულა. ინგირის მცხოვრების თქმით, ყოველდღიურად სხვა დასახლებაში უწევს წასვლა,რათა სახლში წყალი მოიმარაგოს.

“65 წლის ქალი ვარ, ამ ასაკში რკინიგზის სადგურთან მივდივარ და იმ დასახლებიდან მომაქვს წყალი. ვთხოვთ მერიას…ყველას ამას ვთხოვთ, რომ დაგვეხმარონ. მანამდე პირობაც მოუციათ, მაგრამ არჩევნების მერე არავინ არაფერს არ აკეთებს”, – ამბობს თამარ მარშანია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის მცხოვრებლებს, ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია შეხვდა.

“დღეს ინგირის ადმინისტრაციულ ერთელში 9 ქუჩაზე დაიწყო წყალმომარაგების სამუშაოები დაახლოებით დეკემრის ბოლომდე სრულად იქნებიან უზრუნვეყოფილები სასმელი წყლით.
რაც შეეხება იმ ქუჩებს, რომელზეც ჯერჯერობით არ ხორციელდება სამუშაოები, მთავრობის გეგმაში მოცემულია როგორც ინგირი, ასევე მუნიციპალტეტის კიდევ სხვა რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული და იგეგმება სრულად დაქსელვა წყალმომარაგების ქსელის. ამ კრიტიკულ უბნებში კი მანამდე წყალს მივაწვდით რეზერვუარებიდან”, – განაცხადა გიგა მელიამ.