ირაკლი კობახიძემ განმარტა, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციური მმართველობის დამკვიდრება

414

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციური მმართველობის დამკვიდრება.

„ნებისმიერ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დემოკრატიაა, ერთმანეთისგან მიჯნავენ ტრადიციულ და არატრადიციულ პარტიებს, რომლებთანაც ტრადიციული პარტიები კოალიციის შექმნას გამორიცხავენ. ამის მიზეზია პრინციპული და ღირებულებითი შეუთავსებლობა. ჩვენს შემთხვევაშიც იგივე პრობლემაა – ჩვენ და ჩვენს მხარდამჭერებს გვაქვს ღირებულებითი და პრინციპული შეუთავსებლობა კონკრეტულ პარტიებთან. როგორც კი დავინახავთ, რომ ეს პრობლემა აღარ არსებობს, ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი კოალიციური მმართველობის დამკვიდრება. არჩევნების შემდეგ პრინციპულად უნდა შეიცვალოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ქცევა, რათა დავრწმუნდეთ, რომ კოალიციური მმართველობა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დააზიანებს. როგორც კი ამაში დავრწმუნდებით, ნებისმიერ დროს შეიძლება, ასეთი რამ განვიხილოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ უკვე ცნობილია, ვინ არიან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.