ელენე ხოშტარია: არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ

299

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა ნიკა მელიამ და ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განმარტეს, რომ “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების  ანულირების მიუხედავად, ბოიკოტის დაწყებას არ აპირებენ.

ელენე ხოშტარიას განმარტებით, “ქართული ოცნების” გუშინდელი გადაწყვეტილება მათ გეგმებს 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არ ცვლის.

“მე და ნიკა და ყველა ის პარტია, რომელიც შემოერთებულია ამ კოალიციას, ვართ აბსოლუტურად პრინციპულად განწყობილი ამ ბრძოლისთვის. საერთოდ არ ვაპირებთ “ქართული ოცნების” დღის წესრიგით ყოფნას, არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა გვესმოდეს, მათი რა თქმა უნდა, გაყალბების სურვილები და ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმა და ჩვენი არჩევანიც, რომელიც არის დასავლური, მშვიდობაზე, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე მიმართული”,- თქვა ელენე ხოშტარიამ.  

შეგახსენებთ, დღეს, 28 ივლისს “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე – არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა “მათ კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.

დღეს “ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას” ლიდერმა ნიკა მელიამ საკუთარი გადაწყვეტილება გამოაცხადა და თქვა, რომ “მე ვტოვებ მანდატს, მაგრამ გუნდის წევრები ფორმალურად რჩებიან პარლამენტში”. საკუთარი მანდატი დატოვა “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემაც.

დეპუტატების ნაწილი საპარლამენტო უმცირესობიდან ამბობს, რომ ვალდებულებების სრულად შესასრულებლად ბოლომდე იბრძოლებს.