სოფელ არალში მოსახლეობისთვის სკვერი მოეწყობა. დასასვენებელი და გასართობი სივრცის მოწყობისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 34 992 ლარი გაიხარჯება. ინფორმაციას ადიგენის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, მოხდება ტერიტორიის შემოღობვა, დაიგება კაუჩუკის საფარი,
მოეწყობა მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეები, სადაც დამონტაჟდება გასართობი ატრაქციონი სასრიალოებით და საქანელებით, დაიდგმება დასასვნებელი სკამები, ასევე, დამონტაჟდება ლამპიონები. სკვერში დაიდგმება სასმელი წყლის შადრევანი.
ამასთან, სოფელ არალში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოებიც მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში მოხდება სახურავის შეცვლა, დაზიანებული იატაკის დემონტაჟი და ახალი იატაკის მოწყობა, სველი წერტილებისა და კანალიზაციის მონტაჟი. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 124 373 ლარს შეადგენს.