ბათუმში სულაბერიძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

400

ბათუმში, სულაბერიძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას TV25 ავრცლებს.

სამუშაოების გამო, ბაგრატიონისა და გურამიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა. შესაბამისად, პუშკინიდან ბაგრატიონის ქუჩისკენ ავტომობილები გურამიშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებენ. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა. გზის სავალ ნაწილზე ფილების ნაცვლად ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოებისთვის, დაახლოებით, მილიონ 341 ათასი ლარია გამოყოფილი.