ვაკის გამგეობა: ჭავჭავაძის N50-ში კოკა კლდიაშვილის სახელობის დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

423

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის N50-ში კოკა კლდიაშვილის სახელობის დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

შიდა ეზოს ტერიტორიაზე ახალი საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონებით და დასასვენებელი პავილიონი ეწყობა, სივრცეში განთავსდება სხვა ურბანული ავეჯი, მოეწყო განათების და სარწყავი ქსელები, პროექტის ბოლო ეტაპზე დაირგვება მცენარეები, ბალახი, დაიყრება მულჩი.

გარდა ამისა, სკვერში აფხაზეთში მებრძოლ კოკა კლდიაშვილის მემორიალური დაფა განთავსდება.

ამ საკითხის განსახილველად ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან ერთად საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები მივიდნენ.

დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება 160 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „მ.მ“ აწარმოებს.