“მეტი სიცოცხლე ყველა უბანში” – ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ Facebook ლაივში ახალი სლოგანი წარადგინა. კალაძემ ამით მისი წინა სლოგანი, “სიცოცხლით სავსე ქალაქი” ჩაანაცვლა.
20 ივლისს, “ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატი, მოქმედი მერი კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა. წარდგენაზე მისული ოცნების წევრები და მხარდამჭერები კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიულები იყვნენ – მათ კითხვებს პასუხს არ სცემდნენ და შეურაცყოფას აყენებდნენ.