მარნეულის მერიამ ყურბან-ბაირამზე 110 ოჯახს ხორცი დაურიგა

302

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით 250 კილო ხორცი შეისყიდა და შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

მარნეულის მერიამ 250 კილო ხორცის შესყიდვისათვის ხელშეკრულება, გამარტივებული წესით, ფიზიკურ პირ შამისტან ალიევთან გააფორმა. ერთი კილო საქონლის ხორცში მერიამ 16 ლარი და 50 თეთრი გადაიხადა. 250 კგ ხორცის შესყიდვისათვის კი მერიამ 4 125 ლარი დახარჯა.

რადიო „მარნუელს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ საქონლის ხორცი 110 შეჭირვებულ ოჯახს დაურიგდა. თითოეულმა ოჯახმა ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე ადგილობრივი თვითმმართველობისაგან 2 კილო ხორცი მიიღო.

ისლამური სამყარო ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. ყურბან-ბაირამზე იკვლება შესაწირი, ხოლო ხორცი შეჭირვებულ ოჯახებს ურიგდება. ყურბან-ბაირამი 20 ივლისს დაიწყო და დღეს, 22 ივლისს, დასრულდება.