მამუკა მდინარაძე: საზოგადოება მალე იხილავს პროექტს, რომელიც დედაქალაქს უფრო მიმზიდველს გახდის და ოპოზიციას სალაპარაკო არაფერი ექნება

833

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეცდომას ოპოზიცია უშვებს, რადგან მათ მოკლევადიანი გათვლები აქვთ. 

ჟურნალისტებთან საუბარში მდინარაძე “ნაციონალური მოძრაობის” აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ძალიან მალე პროექტს იხილავს, რომელიც დედაქალაქს უფრო მიმზიდველს გახდის და ოპოზიციას სალაპარაკო არაფერი აღარ ექნება.

„შეგვიძლია, მხოლოდ ოპოზიციის შეცდომებზე ვილაპარაკოთ და მათ მოკლევადიან გათვლებზე”, – დასძინა მდინარაძემ.

წყარო: 1tv.ge