ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოს 10 რეგიონის 14 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას ატარებს

345

ახალგაზრდობის სააგენტომ საქართველოს 10 რეგიონის 14 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა დაიწყო, რომელსაც კვლევითი კომპანია ACT ახორციელებს.

როგორც „ახალგაზრდობის სააგენტოში“ აცხადებენ, 14 მუნიციპალიტეტიდან 4–ში, ბათუმში, გარდაბანში, ადიგენსა და დუშეთში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, კლევა უკვე ჩატარდა, დანარჩენ მუნიციპალიტებში, რომელთა შორისაა საჩხერე, კასპი, ყვარელი, ლაგოდეხი, ჩოხატაური, ამბროლაური, სენაკი, ხობი ბაღდადი და თეთრიწყარო, სააგენტო აქტიურად მუშაობს, კვლევით კომპანია ACT–სთან ერთად კვლევა, სააგენტოს ერთ–ერთი სარეფორმო მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების“ ფარგლებში ტარდება.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა შეიქმნება.