ანაკლია-განმუხურის მიმართულებით ავტობუსების მუშაობის დრო გახანგრძლივდა

1560

საზაფხულო სეზონის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ანაკლია-განმუხურის მიმართულებით 21:10 საათამდე მოემსახურება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, მგზავრთა ნაკადის გაიზარდა, ამიტომაც დამატებითი რეისების შესრულების გადაწყვეტილება მიიღეს.

განრიგი ასეთია:

რკინიგზის სადგურიდან განმუხურის მიმართულებით 19:45.

განმუხური, აკვა პარკიდან ზუგდიდის უკუმიმართულებით 21:00 საათი.

რკინიგზის სადგურიდან ანაკლიის მიმართულებით 20:10 საათი.

ანაკლიის ცენტრიდან ზუგდიდის მიმართულებით 21:10 სთ.

მანამდე ბოლო რეისი ზუგდიდიდან 18:00 საათზე გადიოდა, ანაკლია-განმუხურიდან კი 19:00 საათზე ბრუნდებოდა.

მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელმა ზაზა კუპრავამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ ზაფხულის სეზონზე ტრადიციულად ხანგრძლივდებოდა მუშაობის დრო წინა წლებში.

“ახლა ერთი ავტობუსი იმუშავებს და დავამატებთ ერთ მძღოლს ხვალიდან. დაახლოებით ერთი კვირა – ათი დღის განმავლობაში თითო-თითო ავტობუსი დაემატება ანაკლიის და განმუხურის მიმართულებას. ხალხი ძალიან წვალობს. ბევრი მგზავრია და ვითვალისწინებთ ამას”, – განმარტა ზაზა კუპრავამ.