ქარელის მერია 53 000 ლარის კომპიუტერულ ტექნიკას ყიდულობს

243

ქარელის მერია 53 ათასი ლარის დახარჯვას კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის აპირებს.  მერიამ 18 კომპიუტერის და აქსესუარების შესაძენად, ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც ქარელის მერის მოადგილემ განაცხადა, ახალი ტექნიკის შეძენა ძველების მწყობრიდან გამოსვლის გამო გახდა საჭირო.

“მერიამ იმიტომ გადაწყვიტა ახალი კომპიუტერების შეძენა, რომ ძველები მწყობრიდან არიან გამოსულები და ახლის შეძენა გახდა საჭირო”, – გვითხრა მაწონაძემ.

კომპანია, რომლისგანაც უწყება 53 000 ლარის ღირებულების ტექნიკას შეიძენს, ტენდერის დასრულების შემდეგ გამოვლინდება. სატენდერო განაცხადების მიღება 28 სექტემბერს მთავრდება.