ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა დასრულდა

293

ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა დასრულდა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

შ პს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში  1150 მეტრის სიგრძის წყალქვეშა კომუნიკაცია განთავსდა. მათივე ცნობით,  აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრები 80-მდე ოჯახი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.