“დაიცავი საქართველოს”ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით, “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ენმ-ს პარტიის წევრია. მიქაიამ ამის შესახებ ჟურნალისტებთან სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა და პარტიის წევრობის მოწმობა გაასაჯაროვა, რომელიც 2013 წლით თარიღდება და ხელს მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი აწერენ.
“ამ დოკუმენტში მითითებულია რომ ლაშა გოგია გახლავთ უსაფრთოხების წარმომადგენელი. ასევე, ვფლობ სხვა მოქმედი თანამდებობის პირების მოწმობებს, რომლებიც ენმ-ს წარმოადგენენ. ესენი არიან ჭითაწყარის მაჟორიტარობის კანდიდატი – ირაკლი ჯანაშია, ჯიხაშკარის მაჟორიტარობის კანდიდატი- პაატა ებრალიძე, ახალსოფელის გამგებელი ზურაბ ფაჟავა, ორულის გამგებელი ვალერი პერტაია, ურთის გამგებელი ბადრი ნინუა, კახათის გამგებელი კობა ჩახაია. რაც შეეხებას ლაშა გოგიას მანდატს, რომელიც მე მაქვს ვადა 2013 წელს ამოეწურა.”- განაცხადა მიქაიამ.
მმართველ გუნდში მიქაიას ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ რომ ეს არის მიქაიას მორიგი პროვოკაცია.
“ეს დოკუმენტები არის ყალბი, ამის მარტივი მტკიცებულება არის ფოტოსურათები,”- განაცხადა “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა დავით კოდუამ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: იმედინიუსი