გლდანის რაიონში, ექვსი თვის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურა 41 873 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა როგორც ქუჩებზე, ასევე, ჩიხებსა და შიდა ეზოებში.
მათ შორის კაპიტალურად მოეწყო ავალიშვილის, წინამძღვრიშვილის, ლეო კერესელიძისა და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩები, ჯანჯღავას მეორე ჩიხი და გასასვლელი, გიორგიწმინდას დასახლებაში ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთი, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩის მონაკვეთი. ასევე, მუხიანი 2 -ში (მუხიანის აგარაკები) ზნაკვის ქუჩა, გურიის აღმართი და გამარჯვების ქუჩიდან გურიის ქუჩამდე მისასვლელი გზა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 3 312 825 ლარი დაიხარჯა.