ნინოწმინდისა და წყაროსთავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

469

საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა და სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების – ნინოწმინდისა და წყაროსთავის წყლის სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის. დღეის მდგომარეობით, სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოქმედი ჭაბურღილები რეაბილიტაციას საჭიროებს და მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

„სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია 11 ჭაბურღილისა და 7 რეზერვუარის რეაბილიტაცია. მოეწყობა ახალი ჭაბურღილი, რეზერვუარი, წყლის შემკრები და სატუმბი სადგური, წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილი. პროექტირება-მშენებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8,300,000 ლარზე მეტი მოხმარდება.

პროექტირება 2022 წლის იანვარში, სამშენებლო სამუშაოები კი 2024 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ორივე სოფლის მოსახლეობა (2 600 ადამიანი) სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.