ლანჩხუთის სოფელ ლესის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად რეაბილიტირებულ შენობაში შეხვდება

461

გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სრულად რემონტდება სკოლის  სასწავლო კორპუსი, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.  ასევე, სკოლის ეზოში იგება ბილიკები და მონტაჟდება ღამის განათებები, მიმდებარე ტერიტორიაზე კი მოეწყობა პარკინგი.

სამუშაოებს შპს „სამშენებლო ქართული ჯგუფი“ აწარმოებს.

„სარემონტო სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა და ხანგრძლივი „ლტოლვილობის“ შემდეგ, ახალ სასწავლო წელს, შევხვდებით სრულად რეაბილიტირებულ, ყველა საჭირო ინვენტარითა და რესურსით აღჭურვილ სკოლაში, სადაც ჩვენი მოსწავლეები და მასწავლებლებლები თავიანთ სათქმელს კიდევ უფრო ხმამაღლა იტყვიან“- წერია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.