სამგორის რაიონში, მე-3 მასივში, უძოს ქუჩაზე საყრდენი კედელი ეწყობა

347

სამგორის რაიონში, მე-3 მასივში, უძოს ქ. №30-ის მიმდებარედ, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ლოკაციაზე, საავტომობილო გზის გასწვრივ 88 მეტრის სიგრძის რკინა-ბეტონის კედელი ეწყობა. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 78 548 ლარი გამოიყო.