მუხიანის აგარაკებზე წყალარინებისა და სანიაღვრე სქელები გაკეთდა, დაიგო 3-კმ-მდე გზა

634

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე დედაქალაქის მერიისა და გამგეობის მიერ არაერთი პროექტი განხორციელდა.

მათ შორის, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე დაახლოებით, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. ბეტონის საფარი კი, 2 344 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 193 878 ლარი დაიხარჯა.

ამასთან, სამუშაოები განხორციელდა გამარჯვების ქუჩისა და გურიის აღმართამდე მისასვლელ გზაზეც, სადაც 1 204 კვ.მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოებისთვის 61 327 ლარამდე დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ მუხიანის აგარაკებზე, სადაც არ არსებობდა წყალარინების ქსელი და გზის საფარი, მერიისა და გამგეობის მიერ განხორციელდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაო:

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ მოეწყო ცენტრალური კოლექტორი. ასევე, ჟვანიასა და საზანოს ქუჩების მონაკვეთზე მოეწყო წყალარინების ქსელი. გამგეობის მიერ კი 420 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი გაკეთდა და 4 029 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი.

მერიის მიერ ვარდისუბნის ქუჩაზე წყალარინების ქსელი, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ კი, 1 356 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. 11 229 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი.

26 მაისის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ წყალარინების ქსელი მოეწყო. შემდეგ გამგეობამ 869 გრძივ მეტრზე მოაწყო სანიაღვრე ქსელი და 7 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახორციელა საგზაო სამუშაოები.

მოეწყო საზანოს ქუჩისა და 26 მაისის ქუჩების დამაკავშირებელი (ქვედა მონაკვეთი) – 1 340 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი.

ვარდისუბნისა და 26 მაისის ქუჩის დამაკავშირებელი ზედა მონაკვეთზე – ზნაკვის ქუჩაზე 26 მაისის ქუჩის პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე ქსელი, 930 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, დაიგო ასფალტის საფარი.

აღნიშნულ დასახლებაში სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს ხანძთის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარის სამუშაოები ხორციელდება, უმოკლეს დროში კი დაიწყება იაკობის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობა, რის შემდგაც გზა კაპიტალურად მოწესრიგდება.