ხელვაჩაურის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის რეგულაციებში ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ცვლილებით, ხელვაჩაურის მცხოვრებლებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე თავისუფლად შეეძლებათ შენობა-ნაგებობისა და სხვა ბიზნეს-საქმიანობის დაწყება. ამისთვის სავალდებულო აღარ იქნება მიწის ნაკვეთისთვის დანიშნულების შეცვლა, რაც აქამდე პრობლემური იყო.
დეპუტატებმა სხდომაზე მხარი დაუჭირეს სარფი-კვარიათის პლაჟების იჯარით გაცემაზე აუქციონის გამოცხადებას, რომლის შედეგადაც შესაძლოა ფიქსირებული ფასი გაიზარდოს. დადგინდა, რომ პლაჟის ერთი კვადრატული მეტრის ფასი 6 ლარი იქნება.