აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგროსერვის ცენტრის” 2020- 2021 წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

487

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ 2020 წელს გაწეული და 2021 წლის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, კომიტეტის სხდომას თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა.

მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის, გოჩა ბერიძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა ცნობად მიიღო.

ანგარიშის შემდეგ, გოჩა ბერიძემ კანონმდებლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციაც წარუდგინა და მათ კითხვებს უპასუხა.

„სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ 2020 წელს გაწეული და 2021 წლის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა – ვახტანგ გოგუაძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა დეტალური მოხსენების შემდეგ, უპასუხა კომიტეტის წევრთა შეკითხვებს. კანონმდებლებმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღეს.

ანგარიშების მოსმენის შემდგომ, სხდომა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვით გაგრძელდა. საქართველოს კანონის პროექტი -„ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ – ფრიდონ ფუტკარაძემ წარმოადგინა, კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.

ამავე სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც „საქართველოს ტყის კოდექსში“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, „აკვაკულტურის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „საჯარო რეესრტრის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონების პროექტები სხდომაზე ფრიდონ ფუტკარაძემ წარმოადგინა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.