ბათუმში ახალგაზრდების ერთი ჯგუფი ბათუმის 14 უბანში სკვერებისა და პარკის გაშენების მოთხოვნით პეტიციას ავრცელებს სატაურით – “მწვანე უბნები ბათუმს”. პეტიცია 22 ივნისს დარეგისტრირდა.
“პეტიციის მიზანია ბათუმის 14-ვე უბანში არსებობდეს თანაბარი და ხელმისაწვდომი მწვანე გარემო. სივრცეები, რომელიც პეტიციითაა წარდგენილი მოძიებულ იქნა 2020 წელს განხორციელებული სამოქალაქო მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, მონიტორინგის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა ქალაქ ბათუმის 14-ვე უბნიდან გამოავლინეს ის გამწვანებული ტერიტორიები, რომლებიც შეესაბამებოდნენ სკვერის/პარკის/ხეივნის სტანდარტებს, თუმცა, არ ჰქონდათ შესაბამისი სტატუსი და საჭიროებდა კეთილმოწყობას.
პეტიციციაში შედის ისეთი სივრცებზე სტატუსის მინიჭება, როგორებიცაა: ხელოვნების მუზეუმთან, დრამატულ თეატრთან, ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებული გამწვანებული სივრცეები. ასევე კუნძულებად შემორჩენი რეკრეაციული ტერიტორიები როგორიცაა: ჭოროხის დელტა (გონიოს პოლიგონი), ფრიდონ ხალვაშის გამზირის ნაძვნარი (სამრეწველო უბანი), ასევე ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული ხეივანი. სულ 93 სივრცე – რომელიც მზად არის მიენიჭოს სკვერის სტატუსი, 7 სივრცე- პარკის სტატუსი, ხოლო 6 სივრცე – ხეივნის სტატუსი.
ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 1 თვის განმავლობაში, მარტივად, ონლაინ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ და ხელი მოაწერონ პეტიციას, სულ საჭიროა 750 მხარდამჭერის ხელმოწერა. პეტიციას ხმა შეიძლება მისცეს მხოლოდ ბათუმში რეგისტრირებულმა პირმა,”- აღნიშნულია პეტიციაში.
პეტიციის ინიციატორები არიან: ნინო ლომაია, აზა გაბუნია, ლევან ხუჯაძე
პეტიციაზე და მწვანე სივრცეების იდენტიფიცირებაში მონაწიელობას ღებულობდნენ: ქრისტინე გურგენიძე, გიორგი ბოლქვაძე, დარიკო შანიძე, თათია ქათამაძე, ნინო ჩხაიძე, დავით ხილაძე, შიო დემეტრაშვილი, გიორგი რამიშვილი, დავით ოქრაძე და ნათია აფხაზავა.