შს მინისტრი კუმურდოელებს დაჰპირდა, რომ სპეცრაზმი სოფლიდან გავა და დაკავებულებს გაათავისუფლებს

1518

სპეცრაზმთან დაპირისპირებისას კუმურდოს ორი მცხოვრები დააკავეს. მოლაპარაკებებისას შს მინისტრი და ადგილობრივები შეთანხმდნენ, რომ დაკავებულებს გაათავისუფლებენ, სპეცრაზმი სოფლიდან გავა და მოსახლეობაც დაიშლება. თუმცა, ადგილზე დარჩებიან ახალქალაქის პოლიციის თანამშრომლები. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში, სადაც დღეს დილით მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა, მოლაპარაკებები დასრულდა.

როგორც სამველ მანუკიანმა და სამველ პერტოსიანმა ადგილობრივებს განუცხადეს, შინაგან საქმეთა მინისტრი დაჰპირდა მათ, რომ სპეცრაზმის მიერ დაკავებულ ორ მოქალაქეს გაათავისულფებენ. რაც შეეხება ქვაჯვარის აღმართვის საკითხს, ის სასულიერო პირებმა უნდა გადაწყვიტონ.

სპეცრაზმთან დაპირისპირებისას კუმურდოს ორი მცხოვრები დააკავეს. მოლაპარაკებებისას შს მინისტრი და ადგილობრივები შეთანხმდნენ, რომ დაკავებულებს გაათავისუფლებენ, სპეცრაზმი სოფლიდან გავა და მოსახლეობაც დაიშლება. თუმცა, ადგილზე დარჩებიან ახალქალაქის პოლიციის თანამშრომლები.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მანამ არ დაიშლებიან, სანამ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ.

სოფელ კუმურდოში ვითარება დღეს დილით დაიძაბა. ეკლესიის ეზოში, ადგილობრივებს ქვაჯვარის დადგმა სურდათ, თუმცა, პოლიციამ მათ ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა. ინციდენტი ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა და ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით კუმურდოს მე-10 საუკუნის ტაძარი ცალსახად მართლმამიდებლურია და მის სტატუსზე დავა არასდროს ყოფილა. ანთიძის თქმით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რესტავრაცია 2014 წლიდან უტარდება და პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

წყარო: jnews.ge; იმედინიუსი