უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქობულეთის სოფელ სახალვაშოში

719

უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქობულეთის სოფელ სახალვაშოში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ იქ გზის კეთილმოწყობა 10 დღის წინ დაასრულა, თუმცა, სავალი ნაწილი, მალევე  ჩამოიშალა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. რაში გადაუხადა ფული სახელმწიფომ კერძო კომპანიას? ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს. თავის მართლების პოზიციაში აღმოჩნდნენ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ეს გვირგვინი, სოფელ სახალვაშოს მოსახლეობამ, ახლად მოწყობილ, უხარისხო, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაუდგა. ამ პერფორმანსით მათ გზა დაასაფლავეს. სოფელში შესრულებული, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სულ რაღაც, 10 დღის წინ დასრულდა. თუმცა, გზის სავალი ნაწილი უკვე ჩამოშლილია.

სოფლის ამ მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი იმდენად დაზიანებულია, რომ მოსახდლეობას საფრთხეს უქმნის. 250-მდე ოჯახი, რომელსაც ამ გზით უნდა ესარგებლა ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოებისას დაზიანებული გაზის მილების გამო, 20 დღის განმავლობაში ბუნებრივიაირის გარეშე იყო დარჩენილი. მილები დღემდე მორყეულია,  თუმცა, მის მოწესრიგებას არავინ ახდეენს.

ღამით, დაბალი ხილვადობის გამო,  ფეხით მოსიარულე, ბავშვები ან ავტომობილები არ დაზიანდეს, სოფელში მცხოვრებლებმა, საკუთარი ძალებით,  ადგილზე ქვის ლოდები მიიტანეს და გამაფრთხილებელი ნიშნუოების ნაცვლად დააწყვეს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ავტო გზა“ ახორციელებს. კამერების გამოჩენის შემდეგ ადგილზე, კომპანიის ხელმძღვანელი მოვიდა. მისი თქმით, გზის სვალი ნაწილის ჩამოშლა, პროექტის არასაწორმა დაგეგმარებამ განაპირობა.

აღნიშნულში, კორპუფციულ ნიშნებს ხედავს ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მოსახლეობის ფულს, ხელისუფლება ამ ფორმით ითვისებს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტეს, რომ გამბიონის საყრდენი კედლის მოწყობა და ზღუდარების მოპირკეთებითი სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ქობულეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროექტი ჯერ არ ჩაუბარებიათ და ზარალს შემსრულებელი კომპანია აანაზღაურებს.

სოფელ სახალვაშოში ფერდსამაგრი კედლებისა და დამცავი ამბიონების მოწყობის პროექტი 53 ათასი ლარი ჯდება. სამუშაოები ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს.