ქუთაისში, ხორავას ქუჩაზე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიის ცნობით, სამუშაო პროცესს ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი გაეცნო. ხორავას ქუჩაზე კეთდება ასფალტო-ბეტონის საფარი, წესრიგდება ტროტუარები. ამასთან, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, მოეწყობა საპარკინგე ადგილი.
„ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოძრაობაა და მნიშვნელოვანია, რომ აქ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა გვქონდეს. ამ ქუჩის კეთილმოწყობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი და ივლისის ბოლოს დასრულდება”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ორიენტირი” ასრულებს.