“გედების ტბაზე” მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო, – აცხადებენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათი ინფორმაციით, გვიან ღამით, პატრულირების დროს, პოლიციამ 7 დაგლეჯილი გედი აღმოაჩინა. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი გედის გადარჩენა მოხერხდა.
„50 წლის განმავლობაში, “გედების ტბაზე” მსგავსი რამ არ მომხდარა. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს შეგნებულ ვანდალიზმთან, რასაც სამართალდამცველები დაადგენენ. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია წუხს მომხდართან დაკავშირებით, მერის დავალებით, პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური. სიმართლის დასადგენად ყველაფერი გაკეთდება. დაშავებულ გედს კი, ვეტერინარი უკვე მეთვალყურეობს“,-აღნიშნულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.