რუსთავში 11 ლიფტს მოდერნიზაცია ჩაუტარდება, 10-ს კი შეაკეთებენ

356

რუსთავის მუნიციპალიტეტი მოდერნიზაციას 11 ლიფტს ჩაუტარებს. სამუშაოების ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს, დამატებით 120 ათასი ლარი კი 10 ლიფტის შეკეთებას მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქში უნდა იყოს ისეთი ლიფტები, რომელიც მგზავრობას უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის.რუსთავის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გაუმართავი და სარეაბილიტაციო ლიფტებია. ამ ეტაპზე რუსთავის მუნიციპალიტეტი მოდერნიზაციას ჩაუტარებს 11 ლიფტს. სამუშაოების ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს. დამატებით 120 ათასი ლარი კი 10 ლიფტის შეკეთებას მოხმარდება.

“რუსთავში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უსაფრთხო ლიფტებია. ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამა რაც შეიძლება მალე დაიწყება. ბოლო პერიოდში რამდენიმე მძიმე შემთხვევა მოხდა, როდესაც ადამიანები ლიფტში გაიჭედნენ და შესაბამისი სამსახურების ჩარევა გახდა საჭირო. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ამ პროცესს დავიწყებდით. პირველად, მუნიციპალიტეტმა ლიფტების რეაბილიტაციისთვის ნახევარი მილიონი ლარი გამოყო. თუმცა, ეს არ არის საკმარისი. მუნიციპალური ბიუჯეტი ვერასდროს უზრუნველყოფს 1200-მდე ლიფტის სრულ რეაბილიტაციას.

ჩვენ გვინდა ქალაქში გვქონდეს ისეთი ლიფტები, რომლებიც ასაკოვანი ადამიანებისთვის და ჩვენი შვილებისთვის უსაფრთხო იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, სახელმწიფოს ჩართულობით, შევძლებთ და წარმოვადგენთ ისეთ გეგმას, რომლითაც ლიფტებით მგზავრობას უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის“, – აცხადებს ნინო ლაცაბიძე.