აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ პარმენ ჯალაღონია აირჩიეს

345

აჭარის უმაღლესი საბჭოს 13 დეპუტატმა კენჭისყრის შედეგად, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ პარმენ ჯალაღონია აირჩიეს. კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად მონაწილეობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს და დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს არ მიუღია.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ 2020 წლის არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობას პარმენ ჯალაღონიაც მონაწილეობდა.

თავის მხრივ, პარმენ ჯალაღონიამ განაცხადა, რომ არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა, რაც საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმაც აღიარეს.

“ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით და არც ერთი კითხვა არ დაგვიტოვებია უპასუხო, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ყველა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, არჩევნები შეაფასა როგორც დემოკრატიული და გამჭვირვალე“, – განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ.