ვალდებალება, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს ვერ ასრულებს

279

დაახლოებით ორი კვირის წინ, ტვ25-ის ეთერში გავიდა რეპორტაჟი, სადაც საუბარი იყო, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ, ღია მმართველობის ფარგლებში აღებული და შეუსრულებელი ერთ-ერთი ვალდებულების შესახებ. კერძოდ, იმის თაობაზე, რომ საბჭომ ამ დრომდე ვერ დანერგა დეპუტატთან შესახვედრად, ელექტრონული ჯავშნის სერვისი. ღია მმართველობის 2020-2021 წლების, მრავალპუნქტიანი სამოქმედო გეგმიდან მორიგ შეუსრულებელ ვალდებულბაზე მორიგ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა ჯამში 15 ვალდებულებას აერთიანებს. პირველვე გვერდიდან იკითხება, რმ რეგიონის წარმომადგენლობითმა ორგანომ მიმდინარე წლის ბოლომდე  საკანონმდებლო პროცესში საჯარო კონსულტაციების  ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

თუკი უმაღლესი საბჭოს ვებგვერდს თვალს გადაავლებთ, მარტივი შესამჩნევია, რომ საიტი ამის შესაძლებლობას  არ იძლევა. ინიციატივის  ერთ-ერთი  ავტორი, პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ რეგიონში ბევრი აქტიური და კვალიფიციური ორგანიზაცია მოქმედებს, რომელთა  მონაწილეობა საკანონმდებლო პროცესის ეფექტურობას გაზრდიდა.

პეტრე ზამბახიძესთან ერთად საკანონმდებლო პროცესში საჯარო კონსულტაციების აუცილებლობას ხედავენ მესამე სექტორში. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ინიციატივა საბჭომ საკუთარ ვებგვერდზე უნდა დანერგოს.

2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, ახალი ვალდებულება სრულად მიმდინარე წლის მარტში უნდა დანერგილიყო.უნდა შემქნილიყო დაინტერესებული მხარეების ჩართვის, უკუკავშირის და ანგარიშგების სახელმძღვანელო. უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდს უნდა დამეტებოდა  კომენტარების და შენიშვნების წარდგენის ფუნქცია. საბჭოში ინიცირებული კანონპროექტების ნახევარი კი საჯარო შეხვედრების ფორმატში უნდა განხილულიყო.  რატომ ვერ მოახერხა წარმომადგენლობითმა ორგანომ აღნიშნული ვალდებულების შესრულება? კითხვით დეპუტატებს მივმართეთ და ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები მოვისმინეთ

საკანონმდებლო პროცესში საჯარო კონსულტაციების ჩატარების აუცილებლობის გარდა უმაღლეს საბჭოს კიდევ რამდენიმე ვალდებულება აქვს აღებული. სამოქალაქო ჩართულობის ნაწილში კი, საბჭომ უკვე დანერგა წერილობითი პეტიციის სისტემა.