საქართველოს მელიორაცია: 2013 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთში სამელიორციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 26 პროექტი განხორციელდა

408

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორი დავით წითლიძე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი სამცხე-ჯავახეთში საირიგაციო სისტემებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და გრძელვადიანი განვითარების გეგმა დასახეს. ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია” ავრცელებს.

მათ ის სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები შეაფასეს, რომლებიც ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში უკვე განხორციელდა.

იმსჯელეს რეგიონში სარწყავი სისტემების აღდგენისათვის გასატარებელ ღონისძიებებსა და მათი სრულფასოვნად ფუნქციონირების საკითხებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების ჩართულობით დაიგეგმა პროექტები, რომლებიც სარწყავი სეზონის დასრულებისთანავე დაიწყება. აღნიშნული პროექტები მიმართულია ადგილობრივი ფერმერების ხელშეწყობისთვის, რადგან სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხარისხიანი მოსავლის გაზრდას უზრუნველყოფს.

შეხვედრას სამინისტროსა და კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2013 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამელიორციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 26 პროექტი განხორციელდა. შედეგად 10 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის რეგულარულად მორწყვაა შესაძლებელი, ხოლო 2400 ჰექტარზე სარწყავი წლის მიწოდება გაუმჯობესდა.