ქარელში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებულ სკვერში ამორტიზირებული კიბეებისა და ბეტონის ფილების დემონტაჟი.
“მოეწყობა საბავშვო მოედანი დაწნეხილი კაუჩუკის ფილით და განთავსდება საბავშვო ატრაქციონები. კიბის საფეხურები და საყრდენი კედლები მოპირკეთდება ბაზალტის ფილებით. დაიგება ბეტონის ქვაფენილი, განახლდება სკვერის განათება და საპარკე სკამები. აღნიშნული პროექტი დაფინანსდა ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თანხით 75 555 ლარი.
სამუშაოებს ასრულებს ინდ. მეწარმე ,,პაატა ხაჭაპურიძე“”, – ნათქვამია ინფორმაციაში.