ვინ არის და რა ქონებას ფლობს შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული

714

შიდა ქართლში სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გუშინ, 31 მაისს ვალერიან მჭედლიძე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ წარადგინა.

როგორც გამოცემა “რადიო მოზაიკა” წერს, მანამდე მჭედლიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდა და სსიპ–დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ამავე მიმართულებითაა დასაქმებული მისი მეუღლეც. სოფო ნადირაძე ა(ა)იპ საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის ადმინისტრატორია.

ვალერიან მჭედლიძის გასული წლის სახელფასო სარგომ 51 561 ლარი შეადგინა, მეუღლისამ კი 14 509 ლარი.

სახელმწიფო რწმუნებულის ამჟამინდელი ხელფასი 5900 ლარია. იმ შემთხვევაში თუ ვლიერიან მჭედლიძე წლის ბოლომდე შეინარჩუნებს ამ თანამდებობას, ახალი დეკლარაციის შევსებისას ანაზღაურების გრაფაში უფრო დიდი რიცხვის ჩასმა მოუწევს, ვიდრე აქამდე.

ინფორმაციისთვის, ქონებრივ დეკლარაციაში ახალი სახელმწიფო რწმუნებულის სახელზე არანაირი უძრავ-მოძრავი ქონებაა არაა რეგისტრირებული.