საბურთალოს რაიონში, ზაქარიაძის ქუჩაზე, ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებით და ზაქარიაძის ქუჩა N3-ის ამხანაგობის თავმჯდომარის, ლევან მშვილდაძის ინიციატივით, „ზაქარიაძის ქუჩის დღესასწაული“ გაიმართა.
საბურთალოს გამგეობის ინფორმაციით, ღონისძიებაზე სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის გამოფენა-გაყიდვა ჩატარდა. შესული თანხა კი ქუჩის გამწვანებას მოხმარდება.
“დასასრულს, კონცერტი გაიმართა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სიმღერები შეასრულეს, სხვადასხვა საკრავ ინსტრუმენტზე დაუკრეს. ღონისძიებაზე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდი იყო მოწვეული”, – ამბობენ გამგეობაში.
ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე ესწრებოდნენ.