მოძრაობა “არ დათმოს” წევრები ბათუმის მერიას თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებენ

512

ბათუმში, მოძრაობა “არ დათმოს” წევრები მერიას ნახევარი მილიონი ლარის არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საცობები უნდა მოწესრიგებულიყო, თუმცა პრობლემა ისევ არსებობს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მოძრაობის ახალი სქემა არაკვალიფიციურად დაიგეგმა.

“უკვე რამდენიმე თვეა ბათუმში მოძრაობის ახალი სქემა მოქმედებს. ადგილობრივი ხელისუფლების მიზანი იყო ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საცობები მოგვარებულიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით ახალმა სქემამ არ იმუშავა, უფრო მეტიც, უფრო დიდი საცობები წარმოქმნა იმ ქუჩებზე, რომელიც პროექტის მიხედვით უნდა განტვირთულიყო. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა ახალი სქემის მოწყობის საუშაოებისთვის. ნახევარი მილიონი ლარი უბრალოდ წყალში არის გადაყრილი“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.