ბორჯომში, რუსთაველის მოედნის მიმდებარედ ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

438

ბორჯომში, რუსთაველის მოედნის მიმდებარედ ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ფეხით სავალ ნაწილზე სრულად შეიცვლება დაზიანებული ფილები, რაც ქვეითად მოსიარულეების გადაადგილებას უფრო მეტად კომფორტულს გახდის.

ტროტუარის რეაბილიტაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ფეხით სავალი ნაწილის შეკეთების ( მოვლა-პატრონობის) სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს.