ქედის სოფელ წონიარისში ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო

557

ქედაში, წონიარისი-კანტაური-ტიბეთის მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა იწყება. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯერ  წინა მოსამზადებელი სამუშაოებია. ახალი ხიდით სამი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ვიდრე დამხმარე ნაგებობა აშენდება, მანამდე  ადგილობრივები  შემოვლითი გზით სარგებლობენ. ქედაში ხიდი რამდენიმე თვის წინ  ადიდებული  მდინარის გამო ჩაინგრა.