შუახევის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები დასრულდა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მოსახლეობამ შეხვედრებზე ძირითადად გარეგანათების, გზის, წისქვილების და მოსაცდელების მშენებლობა შეარჩია.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 51 ღონისძიება.ამ ეტაპზე სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება მიმდინარეობს. პროგრამისთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტისთვის 628 ათასი ლარია გათვალისწინებული.