როდის დაიწყება “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დაგეგმილი პროექტების განხორციელება ხარაგაულში

326

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021-ის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 890 ათასი ლარი გამოეყო. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

სოფლებში ჩატარებული კრებების შედეგად 156 პროექტი შეირჩა. გამოცემა წერს, რომ დაინტერესდნენ, როდის დაიწყება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, პეტრე შარიქაძის, ინფორმაციით, პროექტებზე მუშაობა ჯერჯერობით არ დაწყებულა.

„ველოდებოდით მთავრობის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებს უფლება ეძლევათ პროგრამის ფარგლებში შესასყიდი სამშენებლო მასალები, სამუშაოები და ამ სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-საღარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციია გამარტივებული წესით შეისყიდონ.

აღნიშნული – #658 განკარგულება საქართველოს მთავრობამ 28 აპრილს მიიღო.

ხარაგაულის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსის, ზურაბ იჩიქიტიძის, ინფორმაციით, ამჟამად გამარტივებული შესყიდვებისთვის დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს და შესყიდვები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.