სამეგრელო-ზემო სვანეთს ინფრასტრუქტურის მინისტრის მასპინძლობა 3 000 ლარი დაუჯდა

66

ასაწონი ნამცხვარი, შოკოლადი, ქლიავის ჩირი, კურაგა, ჩურჩხელა და ,,სანდორას” წვენი – ამ პროდუქტებით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, რეგიონული განჳითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს გაუმასპინძლდა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ლელა ქებურიამ რადიო თბილისთან განაცხადა, რომ ყველა ხელშეკრულებას ხელს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია აწერს და პროდუქტების ჯამური ღირებულება სამიათას ლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის, ზუგდიდში 3 დღის წინ ირაკლი ქარსელაძემ პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კომისიის სხდომა გაიმართა.

სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის სრული ბიუჯეტი მთელი წლის განმავლიბაში შეადგენს 890 ათას ლარს, აქ შედის როგორც სახელფასო ფონდი, ასევე, ყველა სხვა ხარჯი, რომელიც საჭიროა ადმინისტრაციის ფუნქციონირებისთვის.

“წელს არ გაზრდილა არც ბიუჯეტი და არც ხარჯვითი ნაწილი, შესაბამისად ეს არის ელემენტარული ხარჯები, რაც სჭირდება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას მუშაობისთვის. ბიუჯეტი არის მაქსიმალურად შემცირებული, პირიქით გვაქვს ეკონომიები. რაც შეეხება ხარჯებს, მუდმივად ხდება ყოველწლიურად მისი შემცირება და ოპტიმიზაცია. ის რაც დღეს თქვენ იხილეთ არის იაფფასიანი პოლიტიკური მასკარადი. ეს არის სრული დემაგოგია და თქვენ შეგიძლიათ ჩვენი დეტალური ბიუჯეტი ნახოთ და გაეცნოთ. პირიქით ჩვენ გვაქვს ეკონომია და მხოლოდ სამი თვის განმავლობაში 30 ათასი ლარის დანაზოგი გვაქვს”,-აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.