ბორჯომში, ცენტრალური საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება

352

ბორჯომში, ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტის მიხედვით აშენდება თანამედროვე სტანდარტების შენობა, სადაც სხვადასხვა ფუნქციური ზონები მოეწყობა ადმინისტრაციისა და საფეხბურთო გუნდებისათვის.

მათივე ცნობით, გაკეთდება ახალი ტრიბუნები, რომელიც გადაიხურება. ასევე, შეიცვლება საფეხბურთო მოედნის საფარი და დამონტაჟდება განათება.

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მოედნის დასრულებული პროექტი ბორჯომის მერიას გადასცეს. პროექტი მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა მერის მოადგილესთან იოსებ რაზმაძესთან, ფეხბურთის ფედერაციის, სასპორტო სკოლისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.